Monday, July 5, 2010

რადიაციის შესახებ

საერთოდ საქართველოს აუცილებლად ჭირდება არა მარტო საშუალო დონის ლაბორატორიები, არამედ მაღალი დონის ინსტიტუტიც კი, რომელიც კომპლექსურად იმუშავებს რადიაციისა და რადიობიოლოგიის საკითხებზე. რადგან რადიაცია სულ უფრო მეტად და მეტად ხდება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრი, ხოლო მეცნიერებამ ჯერ კიდევ ძალიან ვოტა იცის ამ პროცესებთან დაკავშირებით, აუცილებელია მოსახლეობას ჰქონდეს მინიმალური ცოდნა მაინც რადიაციულ ეკოლოგიაში, რათა გამოიმუშაოს მისგან დაცვის საჭირო ჩვევები, ორგანიზმში მიმდინარე საშიში პროცესებისაგან თავის დასაცავად. საქართველოს მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით საჭირო იყო რადიონუკლიდებით ტერიტორიის დანაგვიანების რუკის შედგენა, მაგრამ ეს არ მომხდარა. ამ რუკის შედგენა სპეციალისტების აზრით საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს თავისი სირთულისა და შრომატევადობის თვალსაზრისით. ასეთი რუკის შედგენა მოითხოვს ყველა შესაბამისი უწყების გულისხმიერებასა და სახელმწიფოს მხრივ დაფინანსებას. ჩვენი ტრაგედია ძირითადად იმაშია, რომ ჯერ არც კი ვიცით რა მდგონარეობაა ამ თვალსაზრისით რესპუბლიკაში. შეიძლება ყველაზე ლამაზი პრესტიჟული შენობები, რომლებიც ბოლო დროს დიდი რაოდენობით შენდება თბილისში, ამ თვალსაზრისით შეიძლება მიუღებელია საცხოვრებლად. ჩვენთან ამ საკითხებზე არავინ მუშაობს, რადგან არ არსებობს სათანადო დაფინანსება. ამ პროექტზე მუშაობისას ხელთ ჩამივარდა ერთი ქართული გაზეთი. მისი ერთ–ერთი სტატიის მიხედვით ამერიკაში ერთი წლის განმავლობაში რადონთან დაკავშირებულ გამოკვლევებზე დაიხარჯა 500 მილიონი დოლარი, ხოლო შენობების გამოკვლევაზეც–ამდენივე. რადონისაგან დაცვის ყველაზე მარტივი და აუცილებელი პირობაა ბინის ხშირად განიავება.განსაკუთრებით სამზარეულოს და აბაზანის, რადგან რადონი წყალსაც მოყვება და ზოგან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. ამრიგად, სასურველია მოსახლეობას რადიავიის შესახებ ჰქონდეს უფრო მეტი რეალური ინფორმაცია, რათა იყოს ბევრად აქტიური და კატეგოეიული ხელმძღვანელობის მიმართ. რომ პარტიებს, რომელთაც აქვთ მთავრობაში მოსვლის სურვილი, თავის პროგრამებში უეჭველად ჰქონდეთ რადიაციისაგან მოსახლეობის დაცვის რეალური მოსაზრებები და განხორციელების გზები, რადგან რადიაციული ფონი უკვე საშიში გახდა უჯრედებისათვის განსაკუთრებით კი გენებისათვის, რომლის გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს სიცოცხლე.